ჩვენი გუნდი ყოველგვარი საზღაურის გარეშე შეისწავლის თქვენს საქმიანობას!!! დაგეხმარებით მარტივად მართოთ თქვენი ბიზნესი, შეადაროთ რა გაქვთ დღეს და რა გექნებათ მომავალში!!!

ონლაინ მაღაზიის შექმნა წარმოდგენს კომერციის ჩვეულებრივ ფორმას, რომელიც მთავარ საშუალებად იყენებს ჩვენს პაკეტებს, ინტერნეტის საშუალებით პროდუქტებისა და სერვისების ყიდვა-გაყიდვის წარმოებისათვის. დღესდღეობით ონლაინ მაღაზიის დიზაინში ინვესტიციის ჩადება გულისხმობს გარანტირებულ შემოსავალს, რადგანაც ინტერნეტ გაყიდვები იზრება დღითიდღე. თუ გსურთ ამ რიტმს აყვეთ, საჭიროა კომერციის იმ ახალ საშუალებებთან ადაპტირება, რომელსაც გთავაზობთ ინტერნეტი, იმაზე ადრე ვიდრე ამას თქვენი კონკურენტი მოახერხებს.

დღესდღეობით ინტერნეტი მსოფლიოში მილიონობით ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი და აუცილებელია ინტეგრაცია მოახდინოთ ინტერნეტის ამ აუდიტორიასთან და გამოიჩინოთ ინიციატივა, რომ გაუწიოთ მომსახურება, რადგანაც გაუწიოთ ძლიერი კონკურენცია თქვენს კონკურენტებს.

სავიზიტო ბარათების დარიგება წარმოადგენს ყოველი კარგი შეხვედრის განუყოფელ ნაწილს და თითოეულმა მეწარმემ იცის, რომ ნებისმიერი შემთხვევითი შეხვედრა შეიძლება დამთავრდეს "დიდი გარიგებით". წარმოიდგინეთ რომ დაურიგებთ თქვენს სავიზიტო ბარათს ათასობით ან მილიონობით ადამიანს და ეტყვით "ჩვენ ვყიდით ამას თუ იმას და თუ როდესმე დაგჭირდებით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ასე და ამგვარად". თანაც თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას 24 საათის განმავლობაში მარტივად და მცირედი დანახარჯით, ქსელის საშუალებით.

რას ვგულისმობთ როდესაც ამას ვამბობთ? წარმოიდგინეთ დაბეჭდილი სატელეფონო ცნობარი, იქნება მასში მოცემული თქვენი სამუშაო საათები? თქვენი საქმიანობის სფერო? როგორ შეიძლება თქვენი პოვნა? გადახდის რა ფორმებს იყენებთ? რომელია თქვენი მისამართი? როგორ უნდა მიაგნონ თქვენს უახლოეს ოფისს? იქნება ნაჩვენები პროდუქცია რომელსაც სთავაზობთ? 4, 5 ან 6-ჯერ უფრო ძვირადღირებული ინვესტიციის ჩადება მოგიწევთ ვიდრე ამას თქვენგან მოითხოვს ვებ გვერდი.

ინტერნეტის საშუალებით ეფექტურად და მთლიანად ავტომატურ რეჟიმში შეძლებთ კლიენტთა მომსახურებას, შეძლებთ მათ შეკითხვებზე პასუხის გაცემას ამისათვის დამატებითი თანამშრომლის დაქირავების გარეშე, რეკომენდაციას გაუწევთ ამა თუ იმ პროდუქტს კლიენტისთვის მისი პირადად ჩვენების გარეშე, რადგანაც ვებ გვერდზე განთავსებული იქნება ამ პროდუქტების ფოტო, თანდართული დეტალური აღწერით.

კომუნიკაციის საშუალებების მხრივ მათ ინტერესს უფრო მეტად მიიპყრობთ ახალი ვირტუალური სივრცით ვიდრე ახალი ოფისის გახსნით და თუ კომუნიკაციის საშუალებები დაგითმობენ თქვენ თავიანთ სივრცეს, თქვენ ონლაინ გეწვევათ ისეთი კონტიგენტი რომელთა მოზიდვასავ თქვენ სხვაგვარად ვერ მოახერხებდით.

არის შემთხვევები როდესაც თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რომლის გავრცელებაც კონკრეტულ მომენტამდე არ არის მიზანშეწონილი: მაგალითად, კვარტალური შემოსავლები, ჯეკ პოტის გამარჯვებული, საწარმოებს შორის გაერთიანების შესახებ ინფორმაცია. ახლა თქვენ შეძლებთ გააკონტროლოთ ინფორმაციის გავრცელების დრო და თქვენთვის სასურველი დამატებითი ინფორმაციაც დაურთოთ, როგორიცაა ფოტო და ვიდეო მასალა და საჭირო შინაარსის ტექსტიც ზუსტად საჭირო მომენტში.

ბევრს ფიქრობს, რომ ეს უპირველესია რაც უნდა გაკეთდეს ქსელის საშუალებით, მაგრამ ჩვენ ეს პუნქტი მეშვიდე ნომრად განვათავსეთ, საიდანაც ჩანს, რომ ჩვენი აზრით გაყიდვამდე უნდა გაკეთდეს ყველაფერი ის, რაც წინა პუნქტებშია ნახსენები და შესაძლებელია სიის სხვა პუნქტებიც. იქამდე ვიდრე ხალხი გადაწყვეტს ყიდვას, მათ მოუნდებათ თქვენზე ინფორმაციის მოპოვება, ვინ ხართ, რას აკეთებთ და რას თავაზობთ, თქვენი პროდუქტებისა და მომსახურებების გაცნობის შემდეგ კი დაგიკავშირდებიან თქვენ.

თქვენი პროდუქტები შესაძლებელია გრანდიოზული იყოს, მაგრამ ხალხს შეფასებისათვის სჭირდება მათი ნახვა მოქმედებაში, მათი ხმის გაგონება. ქსელში შესაძლებელია ხმოვანი ეფექტის, მოძრაობის დამატება, შეძლებთ დაბალ ფასად დამატებითი მახასიათებლების განთავსებას, არანაირი კატალოგი ან ბუკლეტი არ მოგცემთ ამის საშუალებას.

ქსელის მომხმარებელთა დემოგრაფია ყველაზე მაღალია მასობრივი ბაზრის თვალსაზრისით. მომხმარებლები ან უკვე დასაქმებულები ან სტუდენტები არიან, რომელთაც აქვს კარგი ხელფასი ან ასეთის ქონის პერსპექტივა. დღესდღეობით უამრავი მომხმარებელი ქალაქში ძებნის დაწყებამდე ჯერ ქსელში ეძებს სასურველ ნივთს.

კომპანიები, რომლებსაც აქვთ საინფორმაციო სამსახურები უამრავ დროს ხარჯავენ იმაზე, რომ გასცენ პასუხი ერთ და იგივე გაუთავებელ შეკითხვებს, ახლა წამოიდგინეთ რომ თქვენ არ გაქვთ ცალკე გამოყოფილი საინფორმაციო სამსახური და მდივანმა ან კომპანიის რომელიმე წევრმა უნდა შეითავსოს ეს ფუნქცია სხვა თავის მოვალეობებთან ერთად. ყოველთვის არის რაღაც, რისი ცოდნაც სჭირდება ხალხს ყიდვამდე; განათავსეთ ეს ინფორმაცია ვებ გვერდზე და ყიდვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ბარიერი დაძლეული იქნება.

თქვენი გაყიდვების აგენტს შესაძლებელია დასჭირდეს გაყიდვის ან გარიგების განსახორციებლად უახლესი ინფორმაცია. მისი ქსელის საშუალებით მიწოდების შემთხვევაში, მათ ექნებათ წვდომა ამ ინფორმციასთან ოფისის გარეთ ყოფნისას ნებისმიერ დროს.

თქვენ შეძლებთ ისევე მარტივად დაიწყოთ მოლაპარაკებები სხვა ქვეყნის წარმომადგენელთან, როგორც ამას გააკეთებდით თქვენივე ქუჩაზე მყოფ სხვა საწარმოსთან.

სხვადასხვა საათობრივ ზონაში მყოფ ადამიანებთან მუდმივ კონტაქტში ყოფნა პრობლემურია. ონლაინ მაღაზია მოემსახურება თქვენს კლიენტებს 24 საათი დღეში, 7 დღე კვირაში.

ხანდახან სტამბამდე მისვლამდე ინფორმაცია იცვლება. ელექტრონული პუბლიკაციის შეცვლას თქვენ შეძლებთ თქვენთვის საჭირო სისწრაფით. არ არის საჭირო ქაღალდი, მელანი და სტამბა.

თქვენი ბუკლეტის, კატალოგის ან ჟურნალის გავრცელების შემდეგ არ განხორციელდა სატელეფონო შეკვეთები ან გაყიდვები როგორც თქვენ ამას ვარაუდობდით, მაგრამ თქვენ ვერ მიხვდებით რაში იყო პრობლემა, ჩვენი სერვისის საშუალებით თქვენ შეძლებთ ხალხს თავიანთი შთაბეჭდილებების გაზიარება სთხოვოთ და მაშინვე მიიღებთ ამ ინფორმაციას (ელექტრონულ ფოსტაზე).

ონლაინ მაღაზიის საშუალებით ძალიან ადვილია კლიენტების აზრის გაგება ახალი პროდუქტების შესახებ, ეს ყველა სხვა საშუალებაზე სწრაფი და იაფია.

ბიზნესის ნებისმიერ მხარეს საინფორმაციო საშუალებებით გაშუქება ესაჭიროება. მედია საშუალებები ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა დღეს, რადგანაც მედია საშულებების ძირითად პროდუქტს წარმოდგენს ინფორმაცია და თუ მის მიღებას "ონლაინ" შეძლებთ ეს იქნება უფრო სწრაფი, მარტივი და ეკონომიური.

თუ თქვენი ბაზარი განათლების სფეროსთანაა კავშირში არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა უნივერსიტეტი და სკოლა თავაზობს თავის მოსწავლეებს ინტერნეტ წვდომის საშუალებას. წიგნების, ფეხსაცმელების, სასწავლო კურსების, ახალგაზრდული მოდის ან ნებისმიერი 25 წელზე ნაკლები ასაკის ახალგაზრდისათვის გამიზნული პროდუქტის რეკლამირებას შეძლებთ უადვილესად თქვენი ვებ გვერდის საშუალებით.

თქვენ ყიდით ხელოვნების ნიმუშების რეპროდუქციებს ან თავაზობთ ავიაციის კურსებს? არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რამდენად სპეციფიურია თქვენი პროდუქცია ინტერნეტ სივრცის მილიონობით მომხმარებელს შორის, ყველაზე ვიწრო სპეციალიზაციის და ინტერესების მქონე ადმიანთა ჯგუფები იქნება წარმოდგენილი დიდი რაოდენობით.

მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, უამრავი ქალაქი ქმნის საკუთარი კომერციული ობიექტების გზამკვლევ ინტერნეტ გვერდებს და საიტებს, საიდანაც ხდება მომხმარებლების გადამისამართება ძებნის სფეროს შესაბამისად ამ კონკრეტულ ქალაქში არსებული რესტორნების, მუზეუმების, რკინა-კავეულის მაღაზიების, ბარების, ესთეტიკური მედიცინის კლინიკების მისამართებზე.



არის კიდევ რამე რისი თქმა ან დამატებაც შეიძლება ინტერნეტ სივრცის სფეროში?  დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ იპოვით თქვენს საკუთარ არგუმენტებს. ეს ჩამონათვალი მხოლოდ იმის დასაწყისია რისი მიღწევაც შეიძლება.

 


 


თქვენი სახელი:*
თქვენი ელ.ფოსტა :*
თქვენი შეტყობინება:
თქვენი ტელეფონი:
თქვენი ვებსაიტი:
შემოწმება: